ყველაზე დიდი ჰაკათონი ევროპაში! ორგანიზაცია uniHack-ისა და თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის სკოლის ერთობლივი ორგანიზებით, 14-15-16 მარტს, თბილისში, საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის ჰაკათონი ჩატარდება. ჰაკათონი სამ დღიანი შეჯიბრია, რომელშიც პროგრამისტები, დეველოპერები, დიზაინერები და ინჟინრები, მთელი საქართველოს უნივერსიტეტებიდან და სკოლებიდან, მიიღებენ მონაწილეობას. hack@¬MACS-ში მონაწილეობას მიიღებს 500-მდე სტუდენტი და მოსწავლე. მსგავსი სიდიდის სტუდენტური ჰაკათონი ევროპის კონტინენტზე პირველია. ჰაკათონის მონაწილეები თითქმის 48 საათის განმავლობაში შეეცდებიან საკუთარი იდეები რეალობად აქციონ, ისწავლონ, მიიღონ უნიკალური გამოცდილება და დაეუფლონ საპრიზო ფონდს, რომელიც 10,000 ლარს შეადგენს. hack@MACS ღიაა ყველანაირი გამოცდილების სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის. ჰაკათონის პარალელურად ასევე გაიმართება მოწვეული სპიკერების პრეზენტაციები და tech talk-ები, რომლებზე დასწრებაც ჰაკათონის მონაწილეების გარდა, სტუმრის სტატუსით, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ნებისმიერ მსურველს შეეძლება. სპიკერების სია: 1. Test Driven Development & Pair Programing - გიორგი მამალაძე, Head Architect at Siemens 2. Web APIs - იოსებ ძმანაშვილი, Software Architect at AzRy LLC 3. Startup Creation - ტოტო თვალავაძე, Founder at 63 Bits 4. კრეატიულობა და გლობალიზაცია - ანდრო დგებუაძე 5. Internships - ცოტნე ტაბიძე, MIT, Dropbox, Facebook 6. Lisp, Emacs & Linux - ლუკა რამიშვილი 7. Cloud Computing, OpenStack + CEPH - გიორგი კობიაშვილი, Freeuni 8. Peptalk: Do Epic Shit 2.0. - გიორგი ტყეშელაშვილი, Georgia Tech, Twilio uniHack არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. გასული წლის დეკემბერში, მათი ორგანიზებით, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში საქართველოს პირველი სტუდენტური ჰაკათონი გაიმართა |
Eligibility
ჰაკათონში მონაწილეობისთვის უკვე უნდა გქონდეთ გავლილი რეგისტრაცია http://unihack.ge-ზე
Requirements
- აპლიკაციის/პროდუქტის ასატვირთად საჭიროა ლოგო(ან აპლიკაციის screenshot), ლინკი(ვებ აპლიკაციის შემთხვევაში) და ლინკი github-ზე.
Prizes
10,000GEL in prizes
პირველი ადგილი
მეორე ადგილი
მესამე ადგილი
მეოთხე ადგილი
Devpost Achievements
Submitting to this hackathon could earn you:
How to enter
იმისთვის, რომ წარმატებით წარმოაჩინოთ თქვენი ნამუშევარი, უნდა:
- დაასრულოთ აპლიკაცია/პროდუქტი
- ატვირთოთ ჩვენს challengepost-ზე
- მიუთითოთ თქვენი გუნდის წევრები (იმ იმეილებით, რომლებითაც დარეგისტრირდებიან challengepost-ზე)
- დაესწროთ აპლიკაციების/პროდუქტების ექსპოს ჰაკათონის დასრულების შემდეგ
- დაელოდოთ ჟიურის გადაწყვეტლებას და ტოპ-10 გუნდის დემოს.
რა შემთხვევაში რა უნდა გჭირდებათ:
- ვებ აპლიკაცია - საჭიროა მიუთითო URL ლინკი
- მობილური აპლიკაცია - უნდა გადაიღოთ მოკლე (2-3 წუთიანი ვიდეო), ატვირთოთ youtube-ზე და მიუთითოთ youtube ლინკი
- Hardware პროექტი - უნდა გადაიღოთ მოკლე (2-3 წუთიანი ვიდეო), ატვირთოთ youtube-ზე და მიუთითოთ youtube ლინკი
Judges

Ioseb Dzmanashvili
AzRy LCC

Nodar Rocko Davituri
Omedia

Shota Gvinepadze
FreeUni

Giorgi Jibladze
Omedia

Zaza Gamezardashvili

George Mamaladze
Siemens
Judging Criteria
-
იდეა
რამდენად ორიგინალური და ინოვაციურია პროდუქტი/აპლიკაცია -
შესრულების დონე
რამდენად დასრულებულია და მიყვანილია საბოლოო სახემდე -
ტექნოლოგიური გადაწყვეტა
რამდენად რთული იყო პრობლემის გადაწყვეტა ამა თუ იმ ტექნოლოგიით -
გამოყენებითობა
რამდენად წყვეტს აპლიკაცია/პროდუქტი რეალურ პრობლემას და როგორ უმარტივებს ხალხს ცხოვრებას
Tell your friends
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.