The Biggest College Hackathon in Europe


ყველაზე დიდი ჰაკათონი ევროპაში!

ორგანიზაცია uniHack-ისა და თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის სკოლის ერთობლივი ორგანიზებით, 14-15-16 მარტს, თბილისში, საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის ჰაკათონი ჩატარდება.

ჰაკათონი სამ დღიანი შეჯიბრია, რომელშიც პროგრამისტები, დეველოპერები, დიზაინერები და ინჟინრები, მთელი საქართველოს უნივერსიტეტებიდან და სკოლებიდან, მიიღებენ მონაწილეობას. hack@¬MACS-ში მონაწილეობას მიიღებს 500-მდე სტუდენტი და მოსწავლე. მსგავსი სიდიდის სტუდენტური ჰაკათონი ევროპის კონტინენტზე პირველია.

ჰაკათონის მონაწილეები თითქმის 48 საათის განმავლობაში შეეცდებიან საკუთარი იდეები რეალობად აქციონ, ისწავლონ, მიიღონ უნიკალური გამოცდილება და დაეუფლონ საპრიზო ფონდს, რომელიც 10,000 ლარს შეადგენს. hack@MACS ღიაა ყველანაირი გამოცდილების სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის.

ჰაკათონის პარალელურად ასევე გაიმართება მოწვეული სპიკერების პრეზენტაციები და tech talk-ები, რომლებზე დასწრებაც ჰაკათონის მონაწილეების გარდა, სტუმრის სტატუსით, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

სპიკერების სია:

1. Test Driven Development & Pair Programing - გიორგი მამალაძე, Head Architect at Siemens

2. Web APIs - იოსებ ძმანაშვილი, Software Architect at AzRy LLC

3. Startup Creation - ტოტო თვალავაძე, Founder at 63 Bits

4. კრეატიულობა და გლობალიზაცია - ანდრო დგებუაძე

5. Internships - ცოტნე ტაბიძე, MIT, Dropbox, Facebook 

6. Lisp, Emacs & Linux - ლუკა რამიშვილი

7. Cloud Computing, OpenStack + CEPH - გიორგი კობიაშვილი, Freeuni 

8. Peptalk: Do Epic Shit 2.0. - გიორგი ტყეშელაშვილი, Georgia Tech, Twilio

uniHack არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. გასული წლის დეკემბერში, მათი ორგანიზებით, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში საქართველოს პირველი სტუდენტური ჰაკათონი გაიმართა

View full rules

Eligibility

ჰაკათონში მონაწილეობისთვის უკვე უნდა გქონდეთ გავლილი რეგისტრაცია http://unihack.ge-ზე

Requirements

  • აპლიკაციის/პროდუქტის ასატვირთად  საჭიროა ლოგო(ან აპლიკაციის screenshot), ლინკი(ვებ აპლიკაციის შემთხვევაში) და ლინკი github-ზე. 



How to enter

იმისთვის, რომ წარმატებით წარმოაჩინოთ თქვენი ნამუშევარი, უნდა:

  • დაასრულოთ აპლიკაცია/პროდუქტი
  • ატვირთოთ ჩვენს challengepost-ზე
  • მიუთითოთ თქვენი გუნდის წევრები (იმ იმეილებით, რომლებითაც დარეგისტრირდებიან challengepost-ზე)
  • დაესწროთ აპლიკაციების/პროდუქტების ექსპოს ჰაკათონის დასრულების შემდეგ
  • დაელოდოთ ჟიურის გადაწყვეტლებას და ტოპ-10 გუნდის დემოს.

რა შემთხვევაში რა უნდა გჭირდებათ:

  • ვებ აპლიკაცია  - საჭიროა მიუთითო URL ლინკი
  • მობილური აპლიკაცია - უნდა გადაიღოთ მოკლე (2-3 წუთიანი ვიდეო), ატვირთოთ youtube-ზე და მიუთითოთ youtube ლინკი
  • Hardware პროექტი - უნდა გადაიღოთ მოკლე (2-3 წუთიანი ვიდეო), ატვირთოთ youtube-ზე და მიუთითოთ youtube ლინკი

Judges

Ioseb Dzmanashvili

Ioseb Dzmanashvili
AzRy LCC

Nodar Rocko Davituri

Nodar Rocko Davituri
Omedia

Shota Gvinepadze

Shota Gvinepadze
FreeUni

Giorgi Jibladze

Giorgi Jibladze
Omedia

Zaza Gamezardashvili

Zaza Gamezardashvili

George Mamaladze

George Mamaladze
Siemens

Judging Criteria

  • იდეა
    რამდენად ორიგინალური და ინოვაციურია პროდუქტი/აპლიკაცია
  • შესრულების დონე
    რამდენად დასრულებულია და მიყვანილია საბოლოო სახემდე
  • ტექნოლოგიური გადაწყვეტა
    რამდენად რთული იყო პრობლემის გადაწყვეტა ამა თუ იმ ტექნოლოგიით
  • გამოყენებითობა
    რამდენად წყვეტს აპლიკაცია/პროდუქტი რეალურ პრობლემას და როგორ უმარტივებს ხალხს ცხოვრებას